შოკოლადის ფილა – 32%-ით გაძვირდა, მსხალი – 60%-ით|ოქტომბერში TOP-10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი

შოკოლადის ფილა – 32%-ით გაძვირდა, მსხალი – 60%-ით|ოქტომბერში TOP-10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი

ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ეს ბოლო ორი განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 11.7%-იანმა მატებამ იქონია.

საქსტატი ინფლაციას სულ 305 საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევის საფუძველზე ითვლის. ამ ჩამონათვალში ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები სწორედ სურსათის ჯგუფს განეკუთვნება. კერძოდ კი ყველაზე მეტად 109%-ით გაიზარდა ქლიავის ფასი, 60%-ით გაძვირდა მსხალი, ასევე 60%-ით ლიმონის ღირებულება. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შოკოლადის ფილის, კიტრის, ნაყინის და სხვა საქონლის ფასები.

#საქონლის დასახელებაფასის წლიური ცვლილება – გაძვირება
1ქლიავი109%
2მსხალი60%
3ლიმონი60%
4მწვანე ლობიო52%
5კიტრი50%
6ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი43%
7ატამი39%
8საზამთრო37%
9შოკოლადის ფილა32%
10ნაყინი26%

რაც შეეხება იმ საქონელს და მომსახურებას, რომლის ღირებულებაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია, მათ შორის პირველ ადგილზეა ტელევიზორი, რომელიც წლიურად 18%-ით გაიაფდა. მეორე პოზიციაზეა თვითმფრინავის ბილეთი, რაც საქსტატის თანახმად 16%-ით არის გაიაფებული. ასევე შემცირებულია პომიდვრის, ბრინჯის, მაცივრისა და მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმლის ფასი

#საქონლის დასახელებაფასის წლიური ცვლილება – კლება
1ტელევიზორი18%
2თვითმფრინავით მგზავრობა16%
3ქალის ქვედაკაბა15%
4პომიდორი13%
5ინტერნეტის გადასახდელი13%
6ბრინჯი13%
7მაცივარი13%
8ქალის შარვალი11%
9სპორტული ფეხსაცმელი11%
10მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმელი10%

მსგავსი სიახლეები

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა…

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, მიმდინარე წლის, აპრილის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა…
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის…
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას შეუდგა. შსს-ს ინფორმაციით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები…